12:34:23     17-01-2023
"დილით იპოვეს, ბავშვობიდან ყრუ არის, დახმარებას ვერ ითხოვდა, მის ერთი წლის შვილს და ქმარს ეძებენ, ბედნიერად ცხოვრობდნენ სანამ რუსი ოკუპანტები მოვიდნენ"
დნიპროში სამი დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, შედეგად ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშებიც ნანგრევებში მოყვა, მსხვერპლმა 40–ს გადააჭარბა.
დღეს დილით ერთ–ერთი დაზარალებული ქალი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ის ცოცხალია, ამის შესახებ დაშავებულის და სოციალურ ქსელში წერს:
"ეს არის კატია, ჩემი და. ის დღეს დილით იპოვეს და მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალია. ის და მისი ოჯახი პერემოზას [დნიპრო] იმ დაწყევლილ სახლში ცხოვრობდნენ. მას არ შეეძლო დახმარება ეთხოვა, რადგან ბავშვობიდან ყრუ არის. მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ მის ერთი წლის შვილსა და ქმარს. ღმერთმა ქნას, ცოცხლები და უვნებელი იპოვონ. კატერინას ქმარი, ოლექსეიც ყრუ-მუნჯია. ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ "მათ გადასარჩენად" რუსი ოკუპანტები მოვიდოდნენ" - წერს კატერინას და სოციალურ ქსელში