"მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს" - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს "მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს" - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს /> "/> " />


  12:30:19     17-01-2023

"მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს" - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს

1673944322zzz.JPG

მიხეილ სააკაშვილი ვერც დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ კლინიკა ვივა მედიდან გაგზავნილი წერილი მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დასაწყისში წაიკითხა. როგორც წერილიდან ირკვევა, მესამე პრეზიდენტს სურდა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრება, თუმცა მას ამის უფლება კლინიკის ექიმის რეკომენდაციით არ მიეცა. ონლაინ პროცესში მონაწილეობაზე კი მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს.

წერილს კლინიკიდან თან ერთვის მიხეილ სააკაშვილის მინაწერი მისივე ხელმოწერით - "მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს".

მოსამართლის განმარტებით, მკურნალმა ექიმმა ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. 


ავტორი: presa.ge