13:02:19     30-08-2011
არაბულ ქვეყნებში შექმნილმა არეულობამ, იარაღის ექსპორტიორებს, დიდი მოგება მოუტანა
ბოლო პერიოდში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ანტისახელისუფლებო გამოსვლებმა, ბრიტანელი იარაღის ექსპორტიორების მოგებაზე დიდი გავლენა იქონია. შემოსავალმა სამჯერ იმატა. 2011 წლის თებერვლიდან მოყოლებული ლიბიაში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და სხვა ქვეყნებში გაგზავნილი იარაღის საერთო ღირებულებამ 30.5 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიაღწია.
ამ ქვეყნებში, ძირითადად, ისეთი იარაღი იგზავნება, რომლებიც შეიძლება სამართალდამცველებმა გამოიყენონ ოპოზიციონერების წინააღმდეგ – სნაიპერის შაშხანები, ტყვიამფრქვევები და მათი საბრძოლო მასალა. იარაღის ექსპორტით ბრიტანეთმა ამხელა მოგება სხვა ქვეყნების ხარჯზე ნახა, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში არეულობის დაწყების შემდეგ, არაერთმა სახლემწიფომ უარი თქვა მათთვის იარაღის მიწოდებაზე. ასეთი, სხვადასხვა ქვეყნის 160 კომპანია აღმოჩნდა.
0