"ერთი შვილი ჰყავდა და ისიც გარდაეცვალა, მოტყუებით ბინა დაკარგა, მათხოვრობის სცხვენია და ბურბუშელას ყიდის“ - აკა სინჯიკაშვილი უსახლკარო მოხუცზე ინფორმაციას ავრცელებს "ერთი შვილი ჰყავდა და ისიც გარდაეცვალა, მოტყუებით ბინა დაკარგა, მათხოვრობის სცხვენია და ბურბუშელას ყიდის“ - აკა სინჯიკაშვილი უსახლკარო მოხუცზე ინფორმაციას ავრცელებს /> "/> " />


  16:29:46     12-01-2023

"ერთი შვილი ჰყავდა და ისიც გარდაეცვალა, მოტყუებით ბინა დაკარგა, მათხოვრობის სცხვენია და ბურბუშელას ყიდის“ - აკა სინჯიკაშვილი უსახლკარო მოხუცზე ინფორმაციას ავრცელებს

1673526864kk.JPG

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სულისშემძვრელი ფოტო გავრცელდა, სადაც მოხუცს "საქართველოს ბანკის" ერთ–ერთი ფილიალის შესასვლელში ჩანთებს შორის ეძინა. 

აღნიშნულზე აკა სინჯიკაშვილი ინფორმაციას ავრცელებს:

„ძალიან სასწრაფოა და გთხოვთ წაიკითხოთ.

წუხელ მოხუცი, ავადმყოფი ქალი ვნახეთ ქუჩაში. სულ გაყინული ამ სიცივეში. უფრო ხშირად ღამით პირდაპირ გარეთ წევს ამ ყინვაში. მოტყუებით სახლი დაკარგა და სამი თვეა ქუჩაში სძინავს. მათხოვრობის სცხვენია და ასე, ბურბუშელას ჰყიდის დღისით. ღამით კი სადაც დაუღამდება, იძულებულია იქვე დაიძინოს. ერთი შვილი ჰყავდა და ისიც გარდაეცვალა. სულ ტირის და საერთოდ არავინ ჰყავს.

ამ ქალს გარეთ ვერ დავტოვებთ, აუცილებლად გაიყინება რომელიმე ღამეს. მოგვეხმარეთ რითაც შეძლებთ, მანამდე ვეცდებით სახლი ვუშოვოთ რამე.“

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ↓

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal - [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili"

 


ავტორი: presa.ge