13:01:20     30-08-2011
სამხრეთ აფრიკა, გაუმჯობესებულ Seeker–ს გამოუშვებს
სამხრეთ აფრიკულმა კომპანიამ Denel Dynamics დაასრულა უპილოტო საფრენი აპარატის Seeker–ის გაუმჯობესებულ ვერსიაზე მუშაობა. როგორც მოსალოდნელია. პირველი ფრენა 2012 წლის დასაწყისში განხორციელდება, მისი სერიულ წარმოებაში ჩაშვება კი 2012 წლის ბოლოსკენ იგეგმება.
Seeker 400–ი თავისი წინამორბედებისგან გაორმაგებული ტვირთამწეობით და ფრენის ხანგრძლივობით განსხვავდება. ასევე გაზრდილი აქვს მოქმედების რადიუსი, 750 კილომეტრამდე. ამ პროექტამდე აღნიშნულმა კომპანიამ უპილოტო Bateleur–ის საკმაოდ წარმატებულად გაუმჯობესებული ვერსიაც წარმოადგინა.
0