მოყინულ გზებზე ავტომობილით მოძრაობის 10 ოქროს წესი მძღოლებისთვის მოყინულ გზებზე ავტომობილით მოძრაობის 10 ოქროს წესი მძღოლებისთვის />


  16:09:38     12-01-2023

მოყინულ გზებზე ავტომობილით მოძრაობის 10 ოქროს წესი მძღოლებისთვის

1673525527020322-bh-snow-1.jpg

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია მძღოლებს მოყინულ გზებზე მანქანით გადაადგილებისას გასათვალისწინებელ 10 რჩევას აძლევს.

"1. სრულად გაასუფთავეთ ავტომობილი თოვლისგან (მათ შორის სახურავი);
2. შეამოწმეთ საბურავების წნევა და დაუშვით 0.5 ატმოსფეროთი (ყველა უნდა იყოს ერთ ნიშნულზე);
3. მოერიდეთ ყოველგვარ მკვეთრ მოქმედებას;
4. დაიცავით სამჯერ მეტი დისტანცია;
5. მუხრუჭის დროს ABS-ის ჩართვის შემთხვევაში არ აუშვათ მუხრუჭის სატერფულს (პედალს) ფეხი;
6. აკონტროლეთ უკან მომავალი მანქანის დისტანცია;
7. დაუთმეთ გზა ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ მანქანებს (მისი საფარი უფრო მოყინულია );
8. დაღმართზე არ აკრიფოთ ინერცია;
9. თუ მოგისრიალდათ გახსოვდეთ, რომ საბურავი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს საითაც გინდა, რომ წავიდეს მანქანა;
10. თუ არ გიყენიათ თოვლის საბურავი თავი შეიკავე მანქანით გადაადგილებისგან.

პ.ს

M+S არ არის მოყინული გზის საბურავი თუ არ აწერია winter ან არ ახატია თოვლის ფიფქი
გისურვებთ უსაფრთხო მართვას!“, - წერია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის რეკომენდაციებში.
საავტომობილო სპორტის ფედერაცია.


ავტორი: presa.ge