16:04:30     12-01-2023
როდის გამოიდარებს საქართველოში? – სინოპტიკოსები ძლიერ თოვას და ქარს ვარაუდობენ
უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უმეტესად კი აღმოსავლეთ საქართველოში, გადაუღებლად თოვს. აღნიშნულმა, გზებზე საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნა.
სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით გამოდარებას 15 იანვრიდან ვარაუდობენ. მანამდე კი პროგნოზირებენ ძლიერ თოვას აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ რეგიონებში კი ძლიერ ქარს.
ნისლის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო შეზღუდვები კვლავ მოქმედებს გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; ამასთან, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.