11:47:46     26-12-2022
"დღეს ქვეყანაში გვაქვს არა თუ მშვიდობა და სტაბილურობა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა" - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში არის არა მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ ორნიშა ეკონომიკური ზრდაც კი:
"ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არა თუ მშვიდობა და სტაბილურობა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ როცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება, მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია და რეალურად ძალიან არაპროგნოზირებადი გარემოა შექმნილი დღეს მსოფლიოში. ამ ვითარებაში, ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას".