11:38:36     26-12-2022
"კოსტავა - საბჭოთა რეჟიმის ციხეში. სააკაშვილი - ოლიგარქიული რეჟიმის ციხეში" – გიორგი კაპანაძე მოქმედ პრეზიდენტს მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ წერს და მოქმედ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:
"მერაბ კოსტავა - საბჭოთა რეჟიმის ციხეში.
მიხეილ სააკაშვილი - ოლიგარქიული რეჟიმის ციხეში.
Salome Zourabichvili შეხედეთ ამ ფოტოს, კარგად დააკვირდით მის შინაარსს და იმოქმედეთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili ნუ მიიღებთ მონაწილეობას, თქვენი უმოქმედობით, მესამე პრეზიდენტის მკვლელობასა და ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის მოსპობაში", – წერს გიორგი კაპანაძე.