"ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის არის, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა" – ედუარდ სააკაშვილი მამაზე "ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის არის, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა" – ედუარდ სააკაშვილი მამაზე /> "/> " />


  15:53:30     23-12-2022

"ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის არის, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა" – ედუარდ სააკაშვილი მამაზე

1671796468ii.JPG

მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მსოფლიომ დაინახა. ცნობილმა მედია საშუალებებმა სიუჟეტები მოამზადეს.

CNN–ის სიუჟეტში ედუარდ სააკაშვილი მამის მდგომარეობაზე საუბრობს:

„მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ის რამდენიმეჯერ მენახა ციხეში, როდესაც საჯაროდ არ ჩნდებოდა და ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის არის, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა. ეს განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში დაჩქარდა. ახლა, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა, უკვე ეჭვი აღარ არის რომ ის ძალიან ცუდადაა. მიუხედავად ხელისუფლების პროპაგანდისა, რომ ის სიმულირებს და ასე შემდეგ. მე იმედი მაქვს, რომ ახლა გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება ხელისუფლებაზე“,– განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.  


ავტორი: presa.ge