"თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას" - მდინარაძე უკრაინაში მებრძოლებზე "თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას" - მდინარაძე უკრაინაში მებრძოლებზე /> "/> " />


  15:36:12     08-12-2022

"თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას" - მდინარაძე უკრაინაში მებრძოლებზე

1670499495mdinaradze-mamuka.jpg

"ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის ჯარში ჩარიცხვის შემდეგ, ადამიანი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას კარგავს:

"აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ არ უხსნის იმ მიმოწერაში არსად ჩანს არავინ უხსნის, ანუ მეორე მხარე რომელიც ეპატიჟება და მერე 45 000 გრივნაზე ელაპარაკება, არავინ უხსნის, რომ ქართული კანონმდებლობა, და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა ასეა, არა მგონია რომელიმე სახელმწიფო გამონაკლისი იყოს, ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ სხვა ქვეყნის ჯარში, მის რიგებში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად. ანუ თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ". 


ავტორი: presa.ge