"მიხეილ სააკაშვილი თვითონაა პასუხისმგებელი, ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს" – ოცნების დეპუტატი "მიხეილ სააკაშვილი თვითონაა პასუხისმგებელი, ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს" – ოცნების დეპუტატი /> "/> " />


  15:48:03     07-12-2022

"მიხეილ სააკაშვილი თვითონაა პასუხისმგებელი, ნებისმიერი პირი თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს" – ოცნების დეპუტატი

1670413801aluda-gudushauri-imediii.jpg

პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თავადაა:

"პასუხისმგებლობას რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა არის თვითონ, ნებისმიერი პირი ასე ვთქვათ თავის ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა ზრუნავდეს. კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვინ არის პასუხისმგებელი, მგონია, რომ ეს  ჩვენთან ზოგადად ან ნებისმიერ პირთან არის უადგილო. მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა იმის საზიანოდ, რომელიც ბუნებრივია მის ჯანმრთელობას ზიანს მოუტანდა, ეს როგორც ჩანს მისი არჩევანი თუ გადაწყვეტილება იყო. მე არ მითქვამს, რომ ძალით ვინმე იკლავს თავს, ჯერ ერთი, არ მგონია, რომ ასეთი მკაფიო და ხმამაღალი განცხადებები უნდა გაკეთდეს". 


ავტორი: presa.ge