"აკრძალული წამლებით მკურნალობდნენ, ძირითადად რუსულით" - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე "აკრძალული წამლებით მკურნალობდნენ, ძირითადად რუსულით" - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე /> "/> " />


  15:40:53     07-12-2022

"აკრძალული წამლებით მკურნალობდნენ, ძირითადად რუსულით" - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

1670413421Capture.JPG

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს აკრძალული მედიკამენტებით მკურნალობდნენ:

"მიღებული მაქვს წერილები FDI-დან, ჯანმოდან, რომ აკრძალული წამლებით ხდებოდა მისი მკურნალობა. არის იმ წამლებიდან რამდენიმე წამალი, რომელი მსოფლიოში აკრძალული წამალია და წესით, არ უნდა მიეღო. მაგალითად, ამერიკაში ამჟამადაც ცოლ-ქმარი სასჯელს იხდის ერთ-ერთი წამლის გაყიდვისთვის. რუსული წამლებით მიდიოდა ძირითადად მისი მკურნალობა. 

თუ პატიმარი უარს ამბობს საჭმელზე, ანუ შიმშილობს, მაშინ პატიმარი გადაჰყავთ სხვა ოთახში, სხვა პირობებში და შიმშილობის რეჟიმზე მყოფი პატიმარი ჰქვია ამას. მსგავსი რამ ავადმყოფობის ისტორიაში, ჩანაწერებში, ჩვენ რასაც გავეცანით, არ არსებობს. 3 სხვადასხვა ისტორიაა. გასაოცარია, მაგრამ 3 სხვადასხვა ჩანაწერია. და სამივე ჩანაწერში მსგავსი რამ არ არის", – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.


ავტორი: presa.ge