"გადაწყვიტეს ნელი სიკვდილით მოკლან" – არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე "გადაწყვიტეს ნელი სიკვდილით მოკლან" – არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე /> "/> " />


  11:58:13     01-12-2022

"გადაწყვიტეს ნელი სიკვდილით მოკლან" – არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე

1669881627arestovici111-49811.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი ეხმაურება და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით მოკლას:

"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. ისინი ახლაც ამბობენ, რომ ყველანაირად ცდილობენ, მაგრამ მან თავად მიიყენა დაზიანებები. 

სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის ერთად აღებულს. 

არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. რამე რომ გავაკეთოთ, მერე იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. მე არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაზე ზემოქმედება პრეზიდენტ ზელენსკის, ეს მისი გადასაწყვეტია. მე ჩავერეოდი და შევთავაზებდი საქართველოს მთავრობას, რომ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ, ავსტრიას მაგალითად, სადაც იმკურნალებდა. იმიტომ რომ, არა მგონია, საქართველოს მთავრობას უნდოდეს, რომ მთელმა მსოფლიომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში დაადანაშაულოს. თუ ეს მოხდა, ისინი ამ დანაშაულს ვერასდროს ჩამოირეცხავენ", – აცხადებს არესტოვიჩი. 


ავტორი: presa.ge