"ისეთ განცხადებებს აკეთებს, ზურაბიშვილისგან არაფერს გამოვრიცხავ" – მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე "ისეთ განცხადებებს აკეთებს, ზურაბიშვილისგან არაფერს გამოვრიცხავ" – მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე /> "/> " />


  15:50:06     30-11-2022

"ისეთ განცხადებებს აკეთებს, ზურაბიშვილისგან არაფერს გამოვრიცხავ" – მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

1669809104მამუკა-მდინარაააა.jpg

"ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ გამორიცხავს:

"სალომე ზურაბიშვილი რას გააკეთებს ნამდვილად არ ვიცი. ისეთ განცხადებებს აკეთებს მისგან არაფერს გამოვრიცხავ.

ვაგონებით ჩამოჰყავთ რუსები საქართველოშიო რომ იძახა,  იმდენად ჩაჯდა ნაცმოძრაობის ნარატივში. რა ვაგონი? როდის ნახა ბოლოს ვაგონი? და ამ განცხადების ავტორი რა ვიცი, რას გააკეთებს, რა გითხრათ", - თქვა მამუკა მდინარაძემ


ავტორი: presa.ge