"მამაჩემმა თავი მოიტყუა" – ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე "მამაჩემმა თავი მოიტყუა" – ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე /> "/> " />


  12:13:14     30-11-2022

"მამაჩემმა თავი მოიტყუა" – ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე

16697961681569009526_173149-1.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისგან პოზიტიური ნაბიჯის გადადგმას ელის და ასევე ამბობს, რომ სააკაშილმა საქართველოში ჩამოსვლით თავი მოიტყუა:

"მე მგონი, ყველა ხვდება უკვე, უმრავლესობა, რომ სიტუაცია მართლა მძიმედაა და ვფიქრობ, რომ ახლა არის ის სიტუაცია, რომ შეიძლება ველოდოთ რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან. მე არ მინდოდა მეთქვა „კომპრომისი“, იმიტომ, რომ ეს უფრო პოლიტიკური სვლა არის, სამართლიანი სვლა არის და იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ყველანაირად.

თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლების მიზანი მართლა არის, რომ მისი სიცოცხლე მოსპონ, მე არ მგონია, რომ ეს არის მათი მიზანი, მაშინ რაღაც ტიპის ცვლილება საჭირო ხდება უბრალოდ.

ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემმა თავი მოიტყუა. ამ წლების განმავლობაში ის არც იყო საქართველოში, ამიტომ მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია მიდოდა მის გონებამდე. თვითონაც ფილტრავდა, რაც უნდოდა, ის ესმოდა და ამან უბიძგა უდიდესი შეცდომის დაშვებისკენ.

მე მგონი, ძალიან ნანობს თავადაც ამას და მის ადგილაც მეც ვინანებდი, მაგრამ მგონი, ესაა მიზეზი, რის გამოც ის ამას არ გაიმეორებს მომავალში. ეს იყო ემოციური, ირაციონალურ სურვილი მისი მხრიდან და ამან განაპირობა მისი შეცდომები და ამან განაპირობა ისიც, რომ ის იჯერებდა გარკვეულ დაპირებებს და ისტორიებს, რომელიც მას ესმოდა საქართველოდან, მაგრამ მას სხვაც ესმოდა, თუნდაც ჩემგან, მაგრამ მას ამის მოსმენა არ უნდოდა, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი. 


ავტორი: presa.ge