18:23:53     29-11-2022
"სიცოცხლით სავსე ქალაქი"–ს ნაცვლად "მშვიდობის ქალაქი" – კალაძემ საახალწლო სლოგანი შეცვალა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საახალწლო სლოგანი შეცვალა და ის "სიცოცხლით სავსე ქალაქის" ნაცვლად, "მშვიდობის ქალაქი" იქნება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დღეს ჩვენ გვაქვს სიმშვიდე და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება", - თქვა კახა კალაძემ