"ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ მასშტაბის აღმშენებლობა არ ახსოვს" – "ოცნების" დეპუტატი "ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ მასშტაბის აღმშენებლობა არ ახსოვს" – "ოცნების" დეპუტატი /> "/> " />


  18:14:25     29-11-2022

"ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ მასშტაბის აღმშენებლობა არ ახსოვს" – "ოცნების" დეპუტატი

1669731400untitled-design-5.jpg

"ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ისეთი აღმშენებლობა არ ახსოვს, რაც ახლაა:

"ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იმ მასშტაბის აღმშენებლობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რასაც ადგილი აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში,  არ ახსოვს. განვითარება და პროგრესი შეეხო ყველა მიმართულებას, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული ტურიზმის სფეროთი დასრულებული, რაც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფლაგმანს წარმოადგენს და რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არნახული წინსვლა განიცადა. გაზრდილი ბიუჯეტიდან კი სოციალური პროექტების დაფინანსებით, ხელფასების, პენსიებისა და დახმარებების ზრდით ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების სიღარიბის სტატისტიკური მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ისევე როგორც ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე".


ავტორი: presa.ge