18:08:30     29-11-2022
"პირისპირ ნანახი არ მყავს" – იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი პირადად არ უნახავს. მისი თქმით, სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი ბოლო პროცესზე არ გადაიყვანეს, რადგან სამედიცინო პერსონალმა შესაბამისი რეკომენდაცია არ გასცა.
"როგორც მოგეხსენებათ, გააკეთა მათ შორის სამედიცინო პერსონალმაც განცხადება, მათ არ გაუწიეს რეკომენდაცია მის გადაყვანას სასამართლოში, და ჩვენც შესაბამისად დავემორჩილეთ ამ რეკომენდაციას. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში არ არის ბუნებაში და როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, ის იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. [...]
მე არ მყავს პირისპირ ნანახი. რაც შეეხება, თქვენ გაავლეთ პარალელი წინა შემთხვევასთან, როდესაც გასაჯაროებული იყო ის კადრები და მაშინ ძალიან დეტალურად იყო ახსნილი, თუ რატომ იყო გასაჯაროებული, იმიტომ, რომ იყო გარკვეული ძალებისგან მცდელობა, რომ საზოგადოებაში შეეტანათ განხეთქილება, დაწყებული იყო შესაბამისი გამოძიებაც და აქ რისკები იყო უკვე საკმაოდ მაღალი სახელმწიფო უსაფრთხოებასთან მიმართებაში", - თქვა მინისტრმა.