საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge და Mastercard-ი მომხმარებლებს ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე სთავაზობს საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge და Mastercard-ი მომხმარებლებს ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე სთავაზობს />


  16:26:06     25-11-2022

საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge და Mastercard-ი მომხმარებლებს ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე სთავაზობს

1669379411Bogpay.ge x Matercard 1.png

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, მომხმარებლები ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge-სა და Mastercard-ის თანამშრომლობით, ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე მიიღებენ.

 

მომხმარებელს, რომელსაც ნებისმიერი სერვისის მიღება საკომისიოს გარეშე სურს, ამისათვის საჭიროა bogpay.ge-ზე გაიაროს მარტივი ავტორიზაცია და გადახდისას ნებისმიერი ქართული ბანკის მასტერქარდის ბარათი მიაბას.

 

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებლის საჭიროებებზე იზრუნოს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ, რაც bogpay.ge-სა და Mastercard-ის კოლაბორაციას ეხება. ეს გულისხმობს, რომ მომხმარებლები ნებისმიერი სერვისის მიღებას საკომისიოს გარეშე შეძლებენ. Bogpay.ge მომხმარებლებს Mastercard-ის ბარათით, როგორც კომუნალურების და მობილურის შევსებას, ასევე დაზღვევისა და სხვა ნებისმიერი სერვისის გადახდას სთავაზობს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

Bogpay.ge საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება. ციფრული პლატფორმის ერთერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. Bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 400-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან.

 


ავტორი: R