13:55:15     14-11-2022
გორის კლინიკაში გამჭვირვალე საპირფარეშოებია – რეალური ფოტო
გორის კლინიკა ,,გორმედის'' პალატებში გამჭვირვალე საპირფარეშოებია. ასეთი ვითარება დახვდა ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ორსაწოლიან პალატაში მოათავსეს და ფოტოებიც გადაიღო. მოქალაქემ ფაქტი ადმინისტრაციასთან გააპროტესტა, თუმცა პასუხად მიიღო, თუ რა საჭიროა დაბურული მინები. ინფორმაციას qartli.ge-ი ავრცელებს.
გამომცემლობის ცნობით, როგორც შემდეგ გაირკვა, კლინიკის დირექტორი ინფორმირებულია ამ პრობლემების შესახებ, საკითხის მოგვარებას უახლოეს მომავალში არ აპირებს.
მას შემდეგ გორის ბავშვთა საავადმყოფო ,,იავნანა'' გადავიდა ,,გორმედში'', ბავშვები და მათი მშობლები ასეთ პალატებში ხვდებიან.
არ არის ასევე ცხელი და ცივი წყალი. ,,იავნანას'' შენობაში 20 პალატა იყო, აქ კი მხოლოდ 10 პალატაა. რეგიონში ეს ერთადერთი საავადმყოფოა, რომელიც ბავშვთა პროფილით მუშაობს