20:31:42     10-11-2022
მიკოლაევის ოლქი უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა

Telegram–ის არხებზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთელი მიკოლაევის რეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა.
არსებული ინფორმაციით,უკრაინის კონტროლს ექვემდებარება სტანისლავი, პავლივკა, იურიევკა, ოპანსივკა, ბობროვ კუტი, ევგენივკა (მიკოლაევ-ხერსონის მიმართულება).
ხერსონის უკრაინის კონტროლის ქვეშ გადასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.