12:24:24     09-11-2022
ირაკლი ნადირაძე ენმ–ის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს
დაპირისპირება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში – ირაკლი ნადირაძე პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ნადირაძის განცხადებით ახალ თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.
სკანდალური განცხადება ნადრაძემ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან გააკეთა და თქვა, რომ პარტია ძლიერი და ქმედითი უნდა იყოს, რადგან სააკაშვილის გათავისუფლება და ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ ასეა შესაძლებელი.
„ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტსაბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, რადგან ვფიქრობთ, ენმ-ის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ. ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი და საჭიროა, ამ ადამიანებმა დააფიქსირონ ღიად ეს აზრი“, – განაცხადა ნადირაძემ.