13:51:13     29-08-2011
კატლეტი ყველით
მასალა:
ღორის ხორცი - 500 გრამი
კვერცხი 2-3 ცალი
ყველი - 100 გრამი
მცენარეული ზეთი
ორცხობილა და ფქვილი - ამოსავლებად
მომზადების წესი:
უძვლო ხორცი გავრეცხოთ, დავბეგვოთ და დავამარილოთ. ყველი დავჭრათ მართკუთხა ფორმის კუბებად. ახალ ჯამში გავტეხოთ კვერცხი, დავუმატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ახალ თეფშზე დავყაროთ ფქვილი. დაბეგვილი ხორცის შუაში დავდოთ ყველის რამდენიმე ნაჭერი . ისე გადავახვიოთ, რომ შუაგული ყოველი მხრიდან დაიფაროს. შემდეგ თითოეული კატლეტი ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ კი ფქვილში, ამის შემდეგ კვლავ კვარცხში და ბოლოს ორცხობილაში. შევწვათ კატლეტები მცენარეულ ზეთში.
0