"როგორმე გავუძლოთ ერთ–ერთ უმძიმეს პერიოდს, სიკვდილიანობა მაღალია" – ცაგარელი უმძიმესი კვირის შესახებ ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს "როგორმე გავუძლოთ ერთ–ერთ უმძიმეს პერიოდს, სიკვდილიანობა მაღალია" – ცაგარელი უმძიმესი კვირის შესახებ ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს /> "/> " />


  15:03:23     07-11-2022

"როგორმე გავუძლოთ ერთ–ერთ უმძიმეს პერიოდს, სიკვდილიანობა მაღალია" – ცაგარელი უმძიმესი კვირის შესახებ ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

1667819220image-10.jpg

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ მომდევნო ერთი კვირა თითოეული ადამიანისთვის რთული იქნება. მოუწოდებს, რომ მოერიდონ ფინანსურ ოპერაციებს, მოლაპარაკებებსა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

„კიდევ ერთი კვირა, ყველას ვთხოვ, მაქსიმალური თავდაჭერა, მოთმინება, სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ. როგორმე გავუძლოთ ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს, ამ წლის განმავლობაში. ხვალ მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა გვაქვს ერთდროულად. დღეს თუ შეუძლოდ იგრძენით თავი, სწორედ აქედან მოდის. 

ასევე, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რაც ნეგატიურ ენერგიას აძლიერებს და ქმნის მეტ პრობლემებს. მესამე მნიშვნელოვანი მოვლენაა - ეს დაბნელება ხდება პლანეტა ურანის გადაკვეთაზე. მთვარე, ურანი, დაღმავალი კვანძი გვერდიგვერდ ხვდებიან ერთმანეთს კუროში და ამ დროს ხდება დაბნელება. თან დაპირისპირება აქვს მზესთან, რომელიც მორიელშია. ეს რთული მომენტია - ურანი მართავს ელექტროტექნიკას: გაზი, კომპიუტერული ტექნიკა, თანამედროვე ტექნიკა, ეს სულ ურანია, ამიტომ შეიძლება უცებ გაითიშოს დენი, იყოს მოკლე ჩართვა, გზასთან დაკავშირებული პრობლემები, შეიძლება კომპიუტერულმა სისტემამ აურიოს, მანქანებმა, ამიტომ ყურადღებით იყავით, ყველაფერია მოსალოდნელი, მიიღეთ იუმორით და არა აგრესიით. 

როცა მთვარის დაბნელებაა, ზოგიერთს უბნელდება ემოციური ცენტრი, ამიტომ ხდება ზე კონფლიქტური. მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბევრ ნაკრებს ფეხბურთელები გამოაკლდებიან, ტრავმული პერიოდია. მომდევნო კვირიდან დედამიწა დადებით ენერგოველში გადავა და დაბნელების ზონა დასრულდება.

არანაირი მოლაპარაკება, არანაირი ხელშეკრულება, მომდევნო ორშაბათიდან ყველაფერი შეიცვლება. 

ამ კვირაში ზოგიერთი ჯირითობს საჭესთან, ავარიების ალბათობა მაღალია, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ჩემი თხოვნაა, სასიყვარულო, პარტნიორულ, საქორწინო ურთიერთობაში ზედმეტად ნუ გავაღიზიანებთ ერთმანეთს. როცა სამი პლანეტა მორიელშია, მორიელი არის ნიშანი, როცა სული და ხორცი მუდმივ ბრძოლაში არიან ერთმანეთთან. ნუ დაგვავიწყდება, რომ მორიელი სიკვდილისა და სიცოცხლის ნიშანია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სიკვდილიანობა მორიელის დროს, ყველაზე მაღალია.“ - განაცხადა ცაგარელმა.


ავტორი: presa.ge