ოზურგეთის საპატიო მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილის ცოლი გახდა და ქმრისგან საჩუქრად 10 000 ლარი მიიღო ოზურგეთის საპატიო მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილის ცოლი გახდა და ქმრისგან საჩუქრად 10 000 ლარი მიიღო />


  14:48:16     07-11-2022

ოზურგეთის საპატიო მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილის ცოლი გახდა და ქმრისგან საჩუქრად 10 000 ლარი მიიღო

1667818207314472349_662389068593491_6844664286820603607_n.jpg

ოზურგეთის მერიამ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილის ცოლს, ნანა გოთუას ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.  მერია ამბობს, რომ მას სტატუსი ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი "განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის" მიანიჭეს.

"ალეგრობის" დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის სტატუსი 10 ადამიანს მიანიჭეს. ბიზნესმენმა ჩხარტიშვილმა მათ 10 000-10 000 ლარი გადასცათ.

"მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 10 000 – 10 000 ლარი გადასცა", - წერია მერიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.


ავტორი: presa.ge