13:27:42     03-11-2022
მამა გიორგი მამალაძემ სტრასბურგში დავა მოიგო - სახელმწიფოს მამალაძისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი და მე-6 მუხლის მეორე ნაწილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მამალაძისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.