15:56:23     28-10-2022
სარფის საბაჟოზე დააკავეს კაცი, რომელსაც თურქეთში 1 100 ფუტკარი სხეულზე დამაგრებული ყუთებით გადაჰყავდა
თურქეთში დაკავეს კაცი, რომელსაც საქართველოდან, სარფის გავლით ქვეყანაში 1 100 ფუტკარი სხეულზე მიმაგრებული ხის ყუთებით გადაჰყავდა.
კაცმა სარფის საზღვარზე სკანირება უპრობლემოდ გაიარა, თუმცა მებაჟეებმა საეჭვო ქცევის გამო შეაჩერეს და გაჩხრიკეს. გაჩხრეკის დროს გაირკვა, რომ თითო ხის ყუთში 1 დედა ფუტკარი და ცხრა მუშა ფუტკარი იყო მოთავსებული.
უცნობია რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული კაცი.
გარდა ამისა, სარფის საზღვარზე, თურქეთში შესული ავტომანქანის საწვავის ავზში 104 კილოგრამზე მეტი წაბლის თაფლი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა დამატებით საწვავის ავზზე მუშაობდა, რომელიც თაფლით სავსე ავზის გვერდით იყო დამაგრებული.