"10 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული მამაკაცი ამბობს, რომ იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა" - ადვოკატი "10 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული მამაკაცი ამბობს, რომ იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა" - ადვოკატი /> "/> " />


  15:35:59     28-10-2022

"10 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული მამაკაცი ამბობს, რომ იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა" - ადვოკატი

1666957329Court.jpg

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში ვალერი დოდაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ, პირის რომელიც 10 წლის ბავშვზე ძალადობაშია ეჭვმიტანილი. 

დაცვის მხარე ვალერი დოდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და ამბობს, რომ სასამართლოზე პირდაპირ დააყენებს ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების საკითხს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ის საერთოდ არ ყოფილა იმ ტერიტორიაზე და აქედან გამომდინარე, თვითონ საქმის მასალების მიხედვითაც, თუ არ ჩავთვლით იმ 10 წლის ბავშვს, რომელიც ამბობს, რომ სურათით ამოვიცანიო, სხვა არც ერთი პიროვნება, მათ შორის ის ხელოსნები, რომლებმას ეს ნახეს, არ არიან ამომცნობთა შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ის, იმ დროს იქ არ ყოფილა და გაუგებრობას აქვს ადგილი. მტკიცებულებები ფაქტობრივი გარემოების შესახებ არ არსებობს, ამიტომაც მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი არსებობს. ჩვენ მოვითხოვთ აღკვეთი ღონისძიების გარეშე მის დატოვებას“. - ამბობს დაკავებულის ადვოკატი.


ავტორი: presa.ge