16:29:18     26-10-2022
"არ უნდა გეშინოდეთ ამ დაბნელების დერეფნის, ძალიან კარგი დღეები გელოდებათ წინ" - ცნობილი ეზოთერიკოსის მიმართვა
დაბნელების დერეფანი 25 ოქტომბრიდან დაიწყო და 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა თითოეული ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. წინასწარმეტყველი, ეზოთერიკი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია ასტროლოგიით დაინტერესებულ პირებს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს.
„უამრავი ვიდეო შემხვდა დაბნელების დერეფანთან დაკავშირებით. მინდა ერთი რამ გითხრათ, უდიდესი ცვლილებები მოდის თქვენს ცხოვრებაში. მიდის უსაქმურობა, უმუშევრობა, ტკივილი, ნეგატივი, ნეგატიური ადამიანები მიდიან თქვენი ცხოვრებიდან. რადიკალურად დიდი ცვლილებები მოდის, უბრალოდ ამას უნდა შეხვდეთ მზად. დამშვიდდით, დაწყნარდით, იმედიტირეთ, დიდი ტრანსფორმაცია თქვენს ენერგო ველს. ძალიან დიდი ცვლილებებია სიკეთისკენ, არ უნდა გეშინოდეთ ამ დაბნელების დერეფნის, ძალიან კარგი დღეები გელოდებათ წინ.
საუკეთესო დღეებია, განსაკუთრებით, 25-29 ოქტომბრის ჩათვლით. იფიქრეთ პოზიტიურად, თუნდაც თქვენს ყოფილზე, იფიქრეთ, რომ ის თქვენთანაა და აუცილებლად იქნება. სამსახურის შეცვლა, ფინანსური პრობლემების მოგვარება, ძალიან ბევრი კარგი რაღაც გელოდებათ.“ - ამბობს ეზოთერიკოსი.