"ფასების ზრდა მინიმუმ თებერვლამდე გაგრძელდება" - ეროვნული ბანკი დამაიმედებელ პროგნოზს არ აკეთებს "ფასების ზრდა მინიმუმ თებერვლამდე გაგრძელდება" - ეროვნული ბანკი დამაიმედებელ პროგნოზს არ აკეთებს /> "/> " />


  16:11:25     26-10-2022

"ფასების ზრდა მინიმუმ თებერვლამდე გაგრძელდება" - ეროვნული ბანკი დამაიმედებელ პროგნოზს არ აკეთებს

1666786403op.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ფასების ზრდა მინიმუმ მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდება. 

კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებელი მინიმუმ იანვრის ბოლომდე 10-11% შორის იმოძრავებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტებზე ფასები ძალიან მაღალი იქნება. 

"პირველი ტალღის შემოსვლა და მიგრაცია რუსეთიდან და ბელორუსიიდნ, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადება, ეს რა თქმა უნდა ახდენს დაწოლას ფასებზე. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ბინებზე ქირა გაიზარდა, რადგანაც მოთხოვნა იყო, ამან უკვე, რა თქმა უნდა 1-1,5%-ით იმოქმედა ინფლაციაზე. წლის ბოლომდე, იანვრის თვეში, ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაცია დაახლოებით იმ დონეზე იქნება, რაც ახლა გვაქვს. წლიურ ინფლაციაზე ვსაუბრობ, რომელიც 10-11% შორის იმოძრავებს. მნიშნელოვან შემცირებას, თუ შევხედავთ წლიურ ჭრილში, ჩვენ თებერვლიდან ველოდებით და შემდეგ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან შემცირებებს."


ავტორი: presa.ge