13:36:23     19-10-2022
"კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბარი სპეკულაციაა" - ირაკლი კობახიძე
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დედაქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნას "ქართული ოცნების" გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სისტემური პრობლემა არ არის სახეზე:
„ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სურათი. ამ 5 წლის განმავლობაში, კახი კალაძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში ათასობით პროექტი განხორციელდა და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ასევე, ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს,პირიქით, სისტემურად პროექტები ხორციელება წარმატებით.
ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში მერის, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი, არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო"