12:28:00     18-10-2022
ვაკის პარკის შადრევანს და ვარკეთილის მეტროს, ჩამონგრევამდე, ექსპერტიზა ერთი და იმავე კომპანიამ ჩაუტარა
აღმოჩენილია ახალი დოკუმენტები, რომელიც მერიის მაღალჩინოსნების სამსახურეობრივ გულგრილობას ადასტურებს.
ვაკის პარკის შადრევნის შემოწმება მერიამ იმ კომპანიას ჩაატარებინა, რომელმაც მანამდე ვარკეთილის მეტრო-სადგური შეამოწმა, ის მეტრო, სადაც შეოწმებიდან რამდენიმე თვეში ჭერი ჩამოინგრა.
დოკუმენტები შესყიდვების პორტალიდან "რადიო თავისუფლებამ" გაასაჯაროვა.
"ენმ"-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მარტო ლენტის გაჭრა, პიარი და პრანჭიაობა არ არის მერის პასუხისმგებლობა და რომ მერიამ მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღიოს.
"კომისიის კომისიის კომისიებს ქმნიან. შემდეგ ექსპერტიზის ექსპერტიზის ექსპერტიზებს ატარებენ და საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ როდესაც ტრაგედია მოხდება, პასუხისმგებელი არავინ არ არის. "გრინსერვიზსაც" ჰქონდა კონკრეტული პროლემები თაღლითობასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ათობით მილიონ ლარს ღებულობს. ამ ექსპერტიზის კომპანიამ გააკეთა ვარკეთილის მეტროს ჭერის ექსპერტიზაც, თუმცა მაინც ანდეს ვაკის პარკის შადრევნების ექსპერტიზა. შესაბამისად, ფიცი მწამს ზოგადად მერიისგან და ბოლო მაკვირვებს. მარტო ლენტის გაჭრა, პიარი და პრანჭიაობა არ არის მერის პასუხისმგებლობა. მერია პასუხისმგებელია შესრულებულ სამუშაოებზე“. - ამბობს ხაბეიშვილი.