12:02:24     18-10-2022
ზუგდიდში, სკოლასთან, ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

უბედური შემთხვევა ზუგდიდში – რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკოლასთან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აქვს და ის სამედიცინო დაწესებულებაში თავად ავტომობილის მძღოლმა მიიყვანა.
მძღოლი სამართალდამცავ უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება.