"55-ე საჯარო სკოლაში ეს ბავშვები დილიდან არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს" - განათლების მინისტრის მოადგილე "55-ე საჯარო სკოლაში ეს ბავშვები დილიდან არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს" - განათლების მინისტრის მოადგილე /> "/> " />


  16:30:02     13-10-2022

"55-ე საჯარო სკოლაში ეს ბავშვები დილიდან არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს" - განათლების მინისტრის მოადგილე

1665664421gggkk.JPG

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოზარდები, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, 55-ე საჯარო სკოლაში დღეს დილიდან არ მისულან, საგაკვეთილო პროცესს არ დასწრებიან და ამის შესახებ კლასის დამრიგებელმა მათ მშობლებს შეატყობინა.

"55-ე საჯარო სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე, რეგულაციის მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი, როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში, რეგულაციის დაცვით მან აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, ინფორმირება ჩვენი მხრიდან დამრიგებელმა განახორციელა", – ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე. 


ავტორი: presa.ge