16:20:24     13-10-2022
"სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია... ამ ეტაპზე სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ არ ვიცით რა იქნება მომავალში" – ექიმი ვაკის პარკის შადრევანში დაშავებულ ბიჭზე
13 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკიდან „ნიუჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. ბავშვის მდგომარეობაზე ექიმმა კომენტარი გააკეთა:
„პაციენტი ერთი საათის წინ შემოიყვანეს „ნიუჰოსპოტალში.
ნორმის ფარგლებშია სასიცოცხლო ფუნქციები. მიმდინარეობს კვლევები და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
თუმცა, არის რისკი, ველოდებით გართულებებსაც და მზად ვართ ამ გართულებებთან საბრძოლველად.
მოზარდი არის გონებადაბინდული, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ანუ მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციაშია მოთავსებული“. - თქვა ექიმმა.