"ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი" – კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე "ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი" – კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე /> "/> " />


  15:02:51     13-10-2022

"ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი" – კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

1665659220jjj.JPG

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა:

"უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. დაწყებულია გამოძიება, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში" 

კალაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. 

მისი თქმით, პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო კომპანია "გრინ სერვისი" . მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტი შემოწმებული იყო. 

კითხვაზე, ხედავს თუ არა მერიის პასუხისმგებლობას მომხდარში, კალაძეს ზოგადი პასუხი აქვს - "უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი" 

შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა. 


ავტორი: presa.ge