14:45:06     13-10-2022
"ბიჭი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, გოგო გარდაიცვალა" – ექიმის კომენტარი ბავშვებზე, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა

ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე და 13 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე, ხენჩიგაშვილის კლინიკის ექიმმა კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, 13 წლის გოგო გულის გაჩერებით შევიდა საავადმყოფოში, ბიჭი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება:
"მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში, რაც შეეხება გოგონას, 13 წლის, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი"