ვიეტნამი "ბასტიონების" რაოდენობას გაზრდის ვიეტნამი "ბასტიონების" რაოდენობას გაზრდის /> "/> " />


  05:20:40     28-08-2011

ვიეტნამი "ბასტიონების" რაოდენობას გაზრდის

a9420.jpg

როგორც ცნობილი გახდა, ვიეტნამი რუსეთთან, მისთვის K-300П Бастион-П-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსების დამატებითი რაოდენობის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომპლექსებს ვიეტნამი 2014 წლისთვის მიიღებს.

აღნიშნული სისტემები ვიეტნამმა პირველად 2005 წელს შეუკვეთა. მართალია მოსკოვის მიერ ჰანოისთვის მიწოდებული "ბასტიონების" რაოდენობა უცნობია, მაგრამ 2009 წელს ვიეტნამმა პირველი კომპლექსი მიიღო. "ბასტიონი" რუსული სამეცნიერო გაერთიანება "მაშინოსტროენიეს" მიერ არის შექმნილი, თუმცა მობილური კომპლექსის შასის, ბელორუსული საწარმო ამზადებს.

"ბასტიონი", როემლიც ზებგერით ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიხმარს, სხვადასხვა კლასისა და ტიპის საზღვაო ხომალდების გასანადგურებლადაა განკუთვნილი. მიჩნეულია, რომ რამოდენიმე რაკეტას ავიამზიდის ჩაძირვაც კი შეუძლია. მაგრამ კომპლექსის გამოყენება რადიოკონტრასტული სახლმელეთო სამიზნეების წინააღმდეგაც შეიძლება. კომპლექსის ერთ ბატარეას 600 კმ-ის სიგრძის სანაპირო ზოლის დაცვა ნებისმიერი კლასის ხომალდისგან შეუძლია.

კომპლესი "იახონტის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიხმარს და ამგვარი კლასის შეიარაღების მეოთხე თაობას განეკუთვნება. მასზე მუშაობა გასული საუკუნის 1980-იან წლებში დაიწყო. კომპლექსი უნივერსალური უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მისი გამოყენება როგორც საზღვაო ხომალდებიდან და სარაკეტო კატარღებიდან, ასევე წყალქვეშა ნავებიდან, სახმელეთო დანადგარებიდან და თვითმფრინავებიდნაც კი უნდა მომხდარიყო.

ახალი რაკეტის მთავარი უპირატესობა სიჩქარე იყო. ამის წყლობით, მისი გამოყენება მოძრავი და მანევრირებადი სამიზნის წინააღმდეგაც შეიძლებოდა. "იახონტის" ფრენის მაqსიმალური სიჩქარე 700 მ/წმ-ს აღწევს, რაც 2700 კმ/სთ-ს ექვივალენტურია. სტარტის დროს, კონტეინერიდან რაკეტა მყარსაწვავიან რაკეტულ ამაჩქარებელს გამოჰყავს. ის მხოლოდ რამოდენიმე წამი მუშაობს. სანაცვლოდ, რაკეტას ბგერის ორ სიჩქარემდე აქანებს. შემდგომ, სპეციალური მოწყობილობის წყალობით, ის შორდება და რაკეტა ფრენას სამარშო ძრავას გამოყენებით განაგრძობს.

 სამიზნეზე რაკეტის დამიზნება რადიოლოკაციური სადგურით ხდება. სტარტის შემდეგ კი, რაკეტა მიზანს უკვე ავტომატურად ემიზნება. "იახონტის" საბრძოლო ქობინი 200-250 კგ-ის იწონის და მას სამიზნის განადგურება, დამიზნების რეჟიმიდან გამომდინარე, 120-დან 300 კმ-ის დისტანციაზე შეუძლია. სამიზნესთან მიახლოებისას, რაკეტა ფრენის ზღვრულ დაბალ სიმაღლეზე გადადის, რაც მის განადგურებას ერთი-ორად ართულებს.

"ბასტიონის" კომპლექსის შემადგენლობაში გამშვები დანადგარები, სამეთაურო პუნქტი, ტექნიკური უზრუნველყოფისა და გამშვებ-დამტენი მანქანები შედის. სამიზნის უკეთ აღმოსაჩენად, კომპლექსის შემადგენლობაში, რომელიც ბატარეის სახით მოქმედებს, შვეულმფრენიც შედის. სწორედ ის ახდენს სამიზნის აღმოჩენას და მიღებულ ცნობებს "ბასტიონს" გადასცემს. ბატარეაში მაქსიმალური 36 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა შედის. თითო გამშვებ დანადგარს მათი გასროლა ზალპითაც შეუძლია, 2-5 წამიანი ინტერვალით. მარშიდან "ბასტიონის" საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას 5 წუთზე ნაკლები სჭირდება. კომპლექსის რესურსი 10 წელს შეადგენს.

"ბასტიონი" შეიარაღების პირველი სახეობა არ არის რომელსაც ვიეტნამი რუსეთში ყიდულობს. ახლო მომავალში, აზიის ეს სახელმწიფო რუსეთისგან 636-ე პროექტის მიხედვით აგებულ ექვს დიზელ-ელექტრულ წყალქვეშა ნავს მიიღებს. პირველი მათგანი დამკვეთს 2015-2016 წლებში გადაეცემა. გარდა ამისა ვიეტნამმა უკვე იყიდა 11661-ე პროექტის "გეპარდის" კლასის ორი რუსული ფრეგატი.

მაგრამ ვიეტნამი მარტო სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარებაზე მხოლოდ ხომალდების შეძენით როდი ზრუნავს. 2009 წელს, ამ ქვეყანამ რუსეთისგან, რვა ერთეულის ოდენობით, Су-30МК2-ის ტიპის გამანადგურებლები შეიძინა. შარშან მაისში კი - კანადური წარმოების ექვსი ამფიბია.

ვიეტნამის მთავრობის გააქტიურება ამ მიმართულებით სავსებით ნათელია. ქვეყანას სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში - რეგიონში, სადაც ვიეტნამი ნავთობითა და გაზით საკამოდ მდიდარ რეგიონებს ფლობს, თავისი ძალების განმტკიცება სურს. ამ გარემოებას რამოდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში კი, ეს ყოველივე ჩინეთს უკავშირდება. სიცქვეშეტი  ხაინანის კუნძულზე წყალქვეშა ნავების ბაზას აშენებს. ვიეტნამის მთვარობის აზრით, ეს ქვეყნის სუვერენინეტს საფრთხეს უქმნის.

ვიეტნამისა და ჩინეთის ურთიერთბები დიდი ხანია უკვე დაძაბულია. მიზეზს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში არსებული პარასელის კუნძულები წარმოადგენს, რომლებზეც პრეტენზიას ორივე ქვეყანა აცხადებს. აგრეთვე, უკვე წლების განმავლობაში მიმდინარეობს დავა ტონკინის ყურის შესასვლელში საზღვაო საზღვრების დემარკაციის თაობაზე.

0

ავტორი: