„სექსი არ ნიშნავს რაიმე ცუდს, ტაბუდადებულს, ბინძურს“ - მოძღვარი სექსუალურ განათლებაზე „სექსი არ ნიშნავს რაიმე ცუდს, ტაბუდადებულს, ბინძურს“ - მოძღვარი სექსუალურ განათლებაზე />


  12:15:24     12-10-2022

„სექსი არ ნიშნავს რაიმე ცუდს, ტაბუდადებულს, ბინძურს“ - მოძღვარი სექსუალურ განათლებაზე

1665562575თამაზ ლომიძე.jpg

საჭიროა თუ არა სექსუალური განათლების მიღება მოზარდებისთვის? - ამასთან დაკავშირებით, დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს.

„საქართველოში ისევ დაუსრულებლად მსჯელობენ, საჭიროა თუ არა სასკოლო პროგრამაში მოზარდებისთვის სექსუალური აღზრდის გაკვეთილები. რა თქმა უნდა, საჭიროა და აუცილებელიც. მაგრამ, ჯერ ხალხმა ის უნდა გაიგოს, რომ სიტყვა „სექსი“ ანუ ლათინური „sex“ იგივეა, რაც ქართული „სქესი“ და ეს არის ჩვეულებრივი, სერიოზული მნიშვნელობის სიტყვა.

სექსი ანუ სქესი არ ნიშნავს რაიმე ცუდს, ტაბუდადებულს, ბინძურს ან იმას, რაც ვიდეო მაგნიტოფონებზე, ჩუმად, ღამღამობით, აკრძალულ ფილმებში უნახავთ კომუნისტების დროს და არც იმას, რასაც ბინძური გინების დროს გულისხმობენ ხოლმე.

სქესი ანუ სექსი (sex) არის ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი, თავად ღმერთისგან მინიჭებული თვისება და ამის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანი. ბიბლია ამბობს ამას: „შექმნა ღმერთმა ადამიანი... მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.“ (დაბ. 1,27) ანუ სქესობრივ არსებად შექმნა უფალმა ადამიანი - ქალად და მამაკაცად. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია, სიბეცეა და დიდი დანაშაულია მოზარდებს აკადემიურად, კომპეტენტურად და მათი ასაკის შესაბამისად, არ მივცეთ სქესობრივი ანუ სექსუალური ცოდნა სკოლებში.“ - წერს მოძღვარი.


ავტორი: presa.ge