11:50:15     12-10-2022
"პუტინი რაციონალური აქტორია...არ მგონია, რომ ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს" – ჯო ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-ის ჟურნალისტს ჯეიკ ტუპერს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ვლადიმირ ოუტინსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.
ბაიდენმა პუტინს "რაციონალური აქტორი" უწოდა და განაცხადა, რომ მას არ ჰგონია, რომ პუტინი ბირთვულ ომს დაიწყებს:
"ვფიქრობ, რომ ის რაციონალური აქტორია, რომელმაც საგრძნობლად არასწორად გათვალა. პუტინს ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ. რომ კიევი იყო "დედა რუსეთის" სახლი, სადაც მიიღებდნენ. მან უბრალოდ არასწორად გათვალა. არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს. უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამაზე საუბარი, მისი მოქმედებები კი სისასტიკეა. ვფიქრობ, მან ჩაიდინა სამხედრო დანაშაულებები და ვერ ვხედავ მასთან შეხვედრის აზრს. არ შეიძლება, დაუსჯელად განაგრძოს საუბარი ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე. შეცდომები დაშვებულია და არასწორი გათვლა შეიძლება, მოხდეს. არავის შეუძლია, დარწმუნებით იცოდეს რა მოხდება და შეიძლება, არმაგედონიც დასრულდეს. როგორი იქნება აშშ-ის პასუხი თუ პურინი შეასრულებს ბირთვულ მუქარას? - იყო ამაზე საუბარი. მაგრამ არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება იმაზე საუბარი, თუ რას გავაკეთებდი ან რა არ გავაკეთებდი",- თქვა ბაიდენმა.