13:52:47     04-10-2022
რუსეთის ფედერალურმა საბჭომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია დაამტკიცა
რუსეთის ფედერალურმა საბჭომ უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის, დონეცკის, ლიგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსიის რატიფიცირება მოახდინა.
მანამდე ეს ყოველივე რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოახდინა. იქამდე კი "შეთანხმებას" ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერებმა.
30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა.