"ქალების მიმართ ძალადობა არ იყო 2012 წლამდე?" – მამუკა მდინარაძე "ქალების მიმართ ძალადობა არ იყო 2012 წლამდე?" – მამუკა მდინარაძე /> "/> " />


  15:40:16     30-09-2022

"ქალების მიმართ ძალადობა არ იყო 2012 წლამდე?" – მამუკა მდინარაძე

16645383643.jpg

მმართველი პარტიის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებით სპეკულირებენ და მსგავსი ფაქტები 2012 წლამდეც ხდებოდა და იმაზე მეტი ვიდრე ახლა: 

"საქართველოში ბოლო წლებში, განსაკუთრებით დამოკიდებულება ქალის უფლებების მიმართ არის განსაკუთრებული. როდესაც მაგალითად დანაშაულზე იყო ლაპარაკი, ხანდახან იმასაც კი კადრულობდნენ ხოლმე ჩვენი ოპონენტები , ნაწილი, რომ ქალთა მიმართ დანაშაული და ძალადობა არის გაზრდილი, ოდნავ მაინც თუ ერკვევა ამ სფეროში ადამიანი, მიხვდება რომ ლატენტურ დანაშაულებზე, როდესაც გამოვლენა არის გაზრდილი, ეს ნიშნავს, რომ ნდობა გაიზარდა პოლიციის და სასამართლოს მიმართ თუ დღეს ათობით და ასობით ქალი მიმართავს ძალადობაზე პოლიციას, ეს იმას ნიშნავს, რომ გაზრდილია, რადგან სტატისტიკაში მეტია? ამით როგორ აპელირებენ ხოლმე იცით ხომ? და როგორ სპეკულირებენ. ქალების მიმართ ძალადობა არ იყო 2012 წლამდე? უფრო მეტი იყო, ორჯერ და სამჯერ, გარანტირებულად გეუბნებით, უბრალოდ ნაკლები მიმართავდა გაცილებით. როდესაც ამ მიმართებითაც გაიზარდა ნდობა პოლიციის მიმართ, დღეს მიმართვიანობა არის გაცილებით მეტი და რეაგირებაც არის გაცილებით მეტი" – განაცხადა მდინარაძემ. 


ავტორი: presa.ge