15:36:24     30-09-2022
"მაისის ბოლოდან მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება" – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მომავალი წლის მაისიდან საქართველოში "მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება":
"მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.