12:48:44     26-09-2022
რუსეთში მობილიზაციაზე გაწვეულმა კაცმა სამხედრო კომისარიატში კომისარი დაჭრა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ უსტ-ილიმსკში მობილიზაციაზე გამოწვეულმა კაცმა კომისარიატში ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი დაჭრა.
მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა ტელეგრამის სხვადასხვა რუსულ არხზე ვრცელდება.
შემთხვევა 12:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით კომისარს ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული გულ–მკერდის არეში და მას ოპერაცია უტარდება.
თავდამსხმელი 25 წლის რუსლან ზინინია და ის დაკავებულია.