„ის რა თქმა უნდა ძაღლიშვილია...“ – ლავროვი ზელენსკიზე „ის რა თქმა უნდა ძაღლიშვილია...“ – ლავროვი ზელენსკიზე />


  11:08:03     23-09-2022

„ის რა თქმა უნდა ძაღლიშვილია...“ – ლავროვი ზელენსკიზე

1663916923სერგეი ლავროვი სდსდფსდფდს.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საათ–ნახევრის დაგვიანებით მივიდა და დარბაზი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა.

სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „ძაღლის შვილი“ უწოდა, საერთაშორისო მთავრობას უკრაინის დასჯისკენ მოუწოდა და დასავლეთის ბრალდებები რუსეთის მისამართით უარყო:

"განსაკუთრებით ცინიკურია იმ სახელმწიფოების პოზიცია, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ამარაგებენ. ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების პერსონალს ამზადებენ, მიზანი აშკარაა, საომარი მოქმედებების მაქსიმალურად გაჭიანურება, რუსეთის დაშლისა და დასუსტების მიზნით. ეს ნიშნავს დასავლეთის ქვეყნების უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში, ეს მათ მხარედ აქცევს. დაუსჯელი რჩება კოლექტიური კონფლიქტის მიზანმიმართული გაღვივებაც ისე მართალია ბატონებო, თქვენს თავს ხომ არ დასჯით. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების თანხმობით სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებს 8 წლის განმავლობაში და აყალიბებდნენ თავიანთ პოლიტიკას ზელენსკის მიმართ, ცნობილი ამერიკული პრინციპით: ის რა თქმა უნდა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია" - ამბობს ლავროვი.


ავტორი: presa.ge