11:31:16     19-09-2022
რუსეთმა ღამით სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ღამით რუსეთმა სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რაკეტა ატომური რეაქტორებიდან 300 მეტრში ჩამოვარდა.
უკრაინის ცნობით, დარტყმის ტალღამ დააზიანა ატომური ელექტროსადგურის შენობები, ჩაამტვრია 100-ზე მეტი ფანჯარა. სამხრეთ უკრაინის ენერგოკომპლექსის შემადგენლობაში შემავალი „ოლექსანდრივსკაია ჰესის“ ერთ-ერთი ჰიდრავლიკური ბლოკი გამოირთო, ასევე გაითიშა სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.