"უკრაინა ამარცხებს რუსეთს" – ჯო ბაიდენი "უკრაინა ამარცხებს რუსეთს" – ჯო ბაიდენი /> "/> " />


  11:08:23     19-09-2022

"უკრაინა ამარცხებს რუსეთს" – ჯო ბაიდენი

16635713811612208474-145232690_5239544182730223_5039824712492124099_o-1024x683.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთს ამარცხებს და აშშ უკრაინის გვერდით მანამდე დარჩება, სანამ დახმარება იქნება საჭირო. ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე კიდევ ერთხელ უწოდა.

ამერიკის პრეზიდენმა კითხვას თუ რამდენად შორს აპირებს წასვლას, ასე უპასუხა – „რამდენიც დასჭირდება“.

"უკრაინა, იმ მნიშვნელოვანი დახმარების მეშვეობით, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ვუწევთ მათ და წარმოუდგენელი სიმამაცითა და უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი მონდომებით, არ აგებს ომს და გარკვეულ სფეროში წარმატება აქვთ. უკრაინაში ომში მოგება არის რუსეთის სრული უკრაინიდან გაყვანა და სუვერენიტეტის აღიარება. ისინი ამარცხებენ რუსეთს. რუსეთი არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა, რომ იქნებოდა. მაგრამ ომში მოგება?ზიანს, რომელსაც ის აყენებს - მოქალაქეები და უდანაშაულო ხალხი იხოცება, საშინლად რთულია ამის გამარჯვებად ჩათვლა", - თქვა ბაიდენმა.


ავტორი: presa.ge