16:29:58     14-09-2022
ბოლო 6 თვეში ქართულ ბანკებში 39 000 რუსული ანგარიში გაიხსნა

39 000 რუსული ანგარიში ქართულ ბანკებში ბოლო 6 თვეში - ეროვნული ბანკის სტატისტიკით დგინდება, რომ პუტინის უკრაინაში შეჭრის დღიდან საქართველოში საცხოვრებლად ოკუპანტი ქვეყნის 40 000-მდე მოქალაქე დარჩა.
ასევე, ყოველთიურად იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც რუსები საქართველოში არეგისტრირებენ.
ეკონომისტების თქმით, ბანკის ანგარიშების გახსნა ადასტურებს, რომ რუსები საქართველოში ხანგრძლივი ვადით აპირებენ დარჩენას.