16:22:04     14-09-2022
პესკოვი ირწმუნება, რომ პუტინი ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე ჩასვლას თავადვე არ აპირებდა – პუტინი ბრიტანეთმა დედოფალთან გამოსამშვიდობებლად არ მიიწვია
BBC–მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის, ბელორუსისა და მიანმარის მაღალჩინოსნები დედოფალ ელისაბედ მეორესთან გამოსამშვიდობებლად არ მიიწვიეს.
აღნიშნულს კრემლის პრემდივანი დიმიტრი პესკოვი გამეოხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი გეგმა თავად ვლადიმირ პუტინს არ ჰქონდა:
"თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა, პრეზიდენტს თავიდანვე არ ჰქონდა სხვა გეგმები მემორიალებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობაზე", - თქვა პესკოვმა.